"If a writer falls in love with you, you can never die."

Tuesday, August 15, 2017

   INTERVIEW with სანტი
(The Georgian version for my Georgian Fans. See the English version HERE)


სახელი: Santiago de la Cal Fernandez
დაბადების თარიღი: 1878 წლის 18 ივლისი
დაბადების ადგილი: კატალონია, ესპანეთი
სახეობები: ლამია

სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, სანტი
ჩემთვისაც.

დასაწყისისთვის, მოდი, შენი გატაცებები გვითხარი.
მიყვარს ცხენით ჯირითობა, მოტოციკლის ტარება. მექანიკა. ფილმები, უმეტესად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის. კლუბური ცხოვრება და ვიდეო თამაშები...

 დეაზე მოგვიყევი.
[იღიმის] ის ჩემი ცხოვრების საუკეთესო და ცენტრალური ნაწილია. ის მე სითბოთი და იმ ძალით მავსებს, რომელიც ნებისმიერი სირთულის გადალახვაში მეხმარება, ჩვენ კი სირთულეები ნამდვილად არ გვაკლია. ის გულკეთილი, მაგრამ ძლიერია. მორცხვია, მაგრამ მამაცი. ცნობისმოყვარე, მაგრამ მომთმენი და შეუპოვარი. ყველაფერი, ერთი სიტყვით. შეგვიძლია, შემდეგ კითხვაზეც გადავიდეთ.

 მას ჯერ კიდევ მაშინ შეხვდი, როცა ჩვილი იყო, ხომ?
[იღიმის და ხელით თმას იცურებს]  ხო, ასეა. ის სულ რამდენიმე თვის იყო, როცა ნათანმა მოგვიყვანა საძმოს სახლში. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ალბათ, ფიქრობთ, რომ უცნაურია შეგიყვარდეს გოგო, რომლის გაზრდასაც თვალყურს ადევნებდი?

 ანუ...
ყველაფერი რიგზეა. თქვენც ადამიანი ხართ. ჩვენ, ვამპირებს სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს დროსა და ასაკზე. როცა ზრდას ვწყვეტთ, მაშინ ვხედავთ საკუთარ თავს. საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ 100 წელს გადაცილებული ვარ, მაშ, რატომ უნდა მოვიქცე, თითქოს ნამდვილად ასეა? როცა დეა 16 წლისა შესრულდა, ის უკვე გაიზარდა. დედამისის ავადმყოფობამ მოახერხა ამის გაკეთება. ასე, რომ მე მას ახალგაზრდა ქალივით შევხედე და არა როგორც ბავშვს, რომელსაც ვიცავდი.

პირველად როდის გააცნობიერე რომ შეგიყვარდა?
[იღუშება] როდესაც აპოფაიმ კინაღამ ხელში ჩაიგდო ის ჩემს დაბადების დღეზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ასევე მაშინ გავაცნობიერე, როგორ მგრძნობიარეს გხდის სიყვარული...

ეს იყო იმის მიზეზი, რომ მცირე ხნით მიატოვე იგი?
ამის შესახებ იცით? დიახ. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი მის დაცვას ისე, როგორც საჭირო იყო. მაგრამ როცა სტიუარტი ლამის მისწვდა მას, მაშინ დავნებდი ბრძოლას ჩემს გრძნობებთან.

რას გრძნობდი, როდესაც ის ტაძარში იყო?
ჯოჯოხეთს.

სტიუარტი რატომ გძულს?
მან ძალიან ბევრი ახლობელი მომიკლა. დეას მოკვლასაც აპირებდა...

მაგრამ წინასწარმეტყველება...
შეიძლება, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ?

 კარგი. რატომ გადაწყვიტე რომ კო-ეკი გამხდარიყავი?
რადგან კო-ეკად გავიზარდე. და მჯერა, რომ ეს ჭეშმარიტი გზაა. დიახ, დასავლური საზოგადოების დიდი ნაწილი მართლაც ცხოვრობს იმ გზით, რომელიც ბუნებას აზიანებს: იზრდება მოსახლეობა, რომელიც გადაჭარბებულად მოიხმარს რესურსებს, ამასთანავე, აბინძურებს გარემოს. მაგრამ ძალიან ბევრი ცხოვრობს ისე, როგორც ჩვენ. ისინი ცდილობენ იპოვონ თანაარსებობის ალტერნატიული გზები, რათა დაიცვან გარემო. ასევე არსებობს ხალხი, რომელიც დღესაც ისევე ცხოვრობს, როგორც ასწლეულების მანძილზე- აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკაში...

ტომები?
დიახ.

შენს „ტომზე“ რას გვეტყვი?
ტომზე? საძმოს გულისხმობთ? მე მისი ნაწილი მას შემდეგ ვარ, რაც ელაიამ გადამარჩინა. ელაია ჯერ დევიდს შეხვდა, შემდეგ კი მათ მე მიპოვეს. შემდეგ მიკა შემოგვიერთდა, მერე ნიკი და ტაკეში, ბოლოს კი ლუკასი და შარლოტი.

დიდი ოჯახივით ხართ...
ნამდვილად. ერთმანეთისთვის დედმამიშვილებივით ვართ და ერთად დროს კარგად ვატარებთ. ზოგჯერ, ვიბრძვით; მაგრამ ჩვენ, ყველანი იმ მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული, რომლისკენ სწრაფვაც დევიდმა და ელაიამ შთაგვაგონეს...

დეას დასაცავად?
მართალია.

მაგრამ, არ გაწუხებთ რომ მალული ცხოვრება გიწევთ?
ძალიან ბევრი ადამიანი მზად არაა, რომ ვამპირების არსებობის რეალობას შეეგუოს. რა თქმა უნდა, ვამპირომანები არსებობს, რომლებიც მიბაძვას ცდილობენ... მაგრამ ვეჭვობ, ისინიც გაუმკლავდნენ სისხლის დალევის, ნადირობის და მოკვლის ყოველდღიურ მოთხოვნილებას. შეიძლება, ისინი ამბობენ, რომ გამკლავება შეუძლიათ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, თუ მთელი ცხოვრება ისეთი არ გქონია, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, არ მაწუხებს მე. ჩვენ ყოველთვის ვიმალებოდით. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვიცით გზა, როგორ გამოვიდეთ ჩრდილიდან და ვიყოთ საზოგადოების ნაწილი- მაგალითად, ჩვენს საკუთარ კლუბებში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიზეზი რომ იქ დავრჩეთ, სადაც ვართ- დეას უსაფრთხოებისთვის.

რომ შეგეძლოს ერთი რამის შეცვლა საკუთარ წარსულში, რას შეცვლიდი?
რაც ჩემს დას შეემთხვა. მაგრამ, ალბათ, ყველაფერს, რაც ხდება, მიზეზი აქვს.

გრაცეი ჩვენთან საუბრისთვის. შეგვიძლია რომ დაგიკავშირდეთ, თუ მკითხველს კითხვა ექნებათ შენთან?
რა თქმა უნდა.

შესანიშნავია. დეას მოკითხვა გადაეცი ჩვენგან.
აუცილებლად.


თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა სანტისთან, ან „ვამპირული ომების“ სხვა რომელიმე პერსონაჟთან, გთხოვთ, დაწეროთ კომენტარებში.

Interview translated by Giorgi Muzashvili








No comments:

Post a Comment